"მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ', - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა დავიწყო მადლობით ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება. მაქვს პატივი გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ოლივერ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო პროცესში და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი იყო. რაც მთავარია, ევროკავშირის ოცდაშვიდივე ქვეყნის თითოეულ ლიდერს მინდა გადავუხადო მადლობა ერთსულოვნებისთვის, ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის“ , -აღნიშნა ღარიბაშვილმა.