"14 დეკემბერი ჩაიწერება, როგორც ისტორიული თარიღი, საქართველო დღეიდან არის ევროპული სახელმწიფო," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„მე მქონდა პატივი, რომ შარშან ოფიციალურად, ჩვენი ქვეყნის სახელით შემეტანა განცხადება ევროკავშირის წევრობაზე. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი. დღეს უკვე, 14 დეკემბერი ჩაიწერება, როგორც ისტორიული თარიღი. საქართველო დღეიდან არის ევროპული სახელმწიფო. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო. ეს არის ჩვენი შრომის, ბრძოლის შედეგი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ისტორიული გამარჯვების საქმეში თითოეული აგური დადო და ეს გამარჯვება მოუტანა ჩვენს ხალხს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.