პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და ყველანი ხვალ თავისუფლების მოედანზე მიიწვია.
„მინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს საერთო ეროვნული ზეიმისა და გამარჯვების დღე.
დიდი მადლობა, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - აღნიშნა პრემიერმა ბრიფინგის დასასრულს.