"დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო, "- ამის შესახებ X-ზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართ! დღეს საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება - ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპული ქრისტიანი ერი, საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთი ბასტიონი, ერთი საუკუნის წინ გავხდით ერთ-ერთი ყველაზე პირველი სრულად ელექტორალური ევროპული დემოკრატია, და ბოლოს, ერი, რომელმაც გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საოცარი გადასვლა მოახერხა საბჭოთა ოკუპაციიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სრულად დამსახურებულ სტატუსამდე.
ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობებითა და წინააღმდეგობებით, ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ. თუმცა ასევე ჩვენი საჯარო მოხელეები, პოლიცია, შეიარაღებული ძალები, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად, ამ ისტორიული მიღწევის ქომაგები არიან. გასული ათწლეულის განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკურმა ნებამ მიიყვანა ქვეყანა ამ საკონსტიტუციო ვალდებულებისა და ისტორიული ბედის ასრულებისკენ.
გილოცავ, საქართველოვ, გაუმარჯოს შენს თავისუფლებას და ევროპასთან ერთიანობას!“ - წერს პაპუაშვილი X-ზე.