ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.
"ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისა და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ჩვენ გავიგონეთ თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები. დღეს საქართველო ამაყობს, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ნიშნავს იმედს", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.