ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.
"მივესალმები ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ჩვენს წევრ ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან და მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენს წევრ ქვეყანას, საქართველოს. ევროპის საბჭო მზადაა, გააგრძელოს ამ ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე", - განაცხადა მან.