logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: იხსნება ვიდეომეთვალყურეობის ცენტრი, რომელიც ქვეყანაში კრიმინალს შეამცირებს
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:51


გადაცემა „იმედის დროში" შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა  სისტემაში ახალი ტექნოლოგიის დანერგვაზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება. მინისტრის თქმით, 30 სექტემბერს გაიხსნება მაღალტექნოლოგიური ვიდეომეთვალყურეობის ცენტრი, რომელიც დანაშაულის რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.



„უახლოეს მომავალში, სექტემბრის ბოლომდე ჩვენ ვხსნით მაღალტექნოლოგიურ ვიდეომეთვალყურეობის ცენტრს. დაახლოებით 6 თვეა ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ფართო აუდიტორიის წინაშე ეს არ გაგვიჟღერებია. ეს არის ახალი სიტყვა, რევოლუციური პროექტი - ვიდეომეთვალყურეობის მონიტორინგის განვითარება ქვეყნის მაშტაბით. ვიდეოკამერები აღჭურვილია ანალიტიკური პროგრამებით, რაც უმსუბუქებს პოლიციელს თავის საქმიანობას, ასევე საკმაოდ ეფექტურია კრიმინალთან ბრძოლოლაში.

 

ამ ტექნოლოგიით დანაშაული ლონდონში ოთხი წლის განმავლობაში 416 000-დან 121 700-მდე შემცირდა.

 

პირველი ეტაპი ამ ტექნოლოგიის დანერგვის 30 სექტემბერს დასრულდება და მედიას საშუალება ექნება, დაესწროს ამ მაღალტექნოლოგიური პროექტის გახსნას და  ყველას ექნება საშუალება, ნახოს, თუ რა მეთოდებთ ვებრძვით ჩვენ კრიმინალს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner