logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ შევძელით დაგვეცვა მშვიდობა, შევძელით საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და შევძელით მიგვეღო სტატუსი. ეს 3 შედეგი არის ის, რაც მოჰყვა ჩვენს პოლიტიკას
- +

14 დეკემბერი. 2023. 23:49

"გეტყვით, როგორ დავიმსახურეთ კანდიდატის სტატუსი - საქართველოში დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა, საქართველოში დაბრუნდა სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს მოქალაქეზე, ქვეყანაში შედგა დემოკრატიული ინსტიტუტები, სადაც მოქალაქე, მისი ხმა, მისი არჩევანი არის მნიშვნელოვანი," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„რაც მთავარია, საქართველომ შეძლო თავისი მოქალაქეებისთვისა და პარტნიორებისთვის იმის დამტკიცება, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ევროპის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. შეძლო იმის დამტკიცება, რომ ჩვენ შევძელით და გავაუმჯობესეთ მართლმსაჯულების სისტემა. ეს დაამტკიცა ევროსასამართლომ, როდესაც გამოაქვეყნა სტატისტიკა და 60%-ით არის შემცირებული საჩივრები საქართველოდან. ჩვენ შევძელით დაგვეცვა მშვიდობა, შევძელით საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და შევძელით მიგვეღო სტატუსი. ეს 3 შედეგი არის ის, რაც მოჰყვა ჩვენს პოლიტიკას. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს მოქალაქეებს, თითოეულ თქვენგანს, რომ მხარს გვიჭერდით ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner