logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი: აუ, რას გაიხარებდა ახლა მამაჩემი ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით!
- +

14 დეკემბერი. 2023. 23:50

 

 

სულხან-საბა მამაჩემმა შემაყვარა. უყვარდა და მეც შემაყვარა. იმთავითვე მოგზაურობაზე გადარეულმა, პირველად მისგან გავიგე, რომ სულხან-საბა ორბელიანს იმ ჭკუისსასწავლი იგავ-არაკების გარდა, არანაკლებ ჭკუისსასწავლი „მოგზაურობა ევროპაშიც“ ჰქონია დაწერილი. რაც თავი მახსოვს, მამაჩემის ეს ლინოგრავიურა მუდამ ეკიდა ჩვენს სახლში – ხან ერთ კედელზე, ხან მეორეზე თუ მესამეზე, ხან – მის სახელოსნოში, მაგრამ მუდამ. მერე იგი სულხან-საბას ნაკვალევზე ჩემი მოგზაურობის ემბლემად ვაქციე. აუ, რას გაიხარებდა ახლა მამაჩემი ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით! ვინ იცის, ახლა მისი სულიც იქ არის, სადაც ამ ისტორიულ დღეს ერთად ზეიმობენ დიდი ქართველი ევროპელები – სულხან-საბა ორბელიანი, ნიკო ნიკოლაძე, მიხეილ მუსხელიშვილი, სხვები“, - წერს პაატა ნაცვლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner