ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩსი ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დამტკიცებას ეხმაურება.
"მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპის შეუცვლელი ნაწილები არიან. ისინი იმსახურებენ თავისუფალ და დემოკრატიულ ერად ცხოვრებას და მშვიდობიანად ცხოვრებას! ვამაყობ ევროკავშირით დღეს!" - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.