"დღეს ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო დამსახურებულად, სამართლიანად," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ ამას ვერ შევძლებდით რომ არა ჩვენი ხალხისა და საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა. ხელისუფლებამ ჩვენი ხალხის ეს სურვილი და დაკვეთა პირნათლად შეასრულა. ჩვენი სახელისუფლებო გუნდი ხვალინდელი დღიდან მზად არის შემდგომი რეფორმებისთვის“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.