"პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, მისი პოლიტიკური ლიდერობით, შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს დაუბრუნდა ევროპული პერსპექტივა," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, მისი პოლიტიკური ლიდერობით შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს დაუბრუნდა ევროპული პერსპექტივა. საქართველოს დაუბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული ინსტიტუტები და რომ სახელმწიფო დაუბრუნდა მოქალაქეებს, სწორედ მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი. საქართველომ დაიწყო ევროპული გზის, ინტეგრაციის რეალურად განხორციელება. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ ხალხთან ერთად შეძლო გაეტარებინა მნიშვნელოვანი რეფორმები, ეს იყო როგორც მმართველობის მიმართულებით, ისე ეკონომიკური, უსაფრთხოების მიმართულებით. ევროპასთან თანამშრომლობის მიმართულებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.