"მინდა ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებს განსაკუთრებით მივულოცო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან მათმა გმირულმა ბრძოლამ განაპირობა ევროკავშირის გამოფხიზლება იმ გარკვეული ძილისგან, რომელიც იყო ევროკავშირის გაფართოების მიმართ," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მინდა უკრაინას ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. ასევე მინდა მივულოცო მოლდოვას, ბოსნია და ჰერცეგოვინას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.