logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნად გახდის
- +

15 დეკემბერი. 2023. 00:46

"დღევანდელმა დღემ დაგვანახა თუ რა არის რეალობა და რა არის რადიკალური ოპოზიციის სურვილი და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ იმ ნაწილისა, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს ებრძვის," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ჯგუფებიდან ბევრი ამბობს, რომ საქართველო ამ ხელისუფლების პირობაში კანდიდატის სტატუსზეც ვერ მიიღებდა.

 

 

„ჩვენ მივიღეთ ეს სტატუსი, რითაც დამტკიცდა მათი სურვილი, რომ საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, დანარჩენი განცხადებებიც, რომ საქართველო ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, ვერ გახდება ევროკავშირის წევრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ავლენს იმას, რომ ეს არის მათი სურვილი და ამაზე მუშაობენ საბოლოო ჯამში. ეს არის დეზინფორმაციული ნარატივის იდეა - დააჯერონ ადამიანები სიყალბეში, თუმცა სიმართლის გამარჯვებას ვხედავთ ჩვენ დღეს და ასევე გაიმარჯვებს სიმართლე დანარჩენ ეტაპებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით სწორედ „ქართული ოცნება“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნად გახდის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner