logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ზეიმთან ერთად, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ევროკავშირის წევრობამდე
- +

15 დეკემბერი. 2023. 00:48

"ზეიმთან ერთად, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ევროკავშირის წევრობამდე, რა თქმა უნდა, წევრობა არის ჩვენი მთავარი მიზანი," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ევროკავშირში წევრობა ქვეყნის განვითარებით უნდა იყოს განპირობებული და არა პირიქით.

 

 

„ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე არის არა სტატუსებში, არამედ იმ ეკონომიკაში, რომელსაც ყოველი ჩვენი მოქალაქე აძლიერებს ყოველდღიურად, იმ ინსტიტუციებში, რომლებიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიძლიერეს და იმ ახალგაზრდობაში, რომელიც დღეს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს და ემზადება იმისთვის, რომ თავის ქვეყანას ემსახუროს. ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავეყრდნოთ ჩვენს თავს, უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენვე და ეს ყველაფერი მოგვიტანს საბოლოო ჯამში ევროკავშირში წევრობას და არა პირიქით - ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ დავეყრდნოთ ევროკავშირის სტატუსს ან სხვა რამეს და აქედან გამომდინარე ხონჩაზე მოგვერთმევა შემდეგ ქვეყნის განვითარება. ყველაფერი არის პირიქით, ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და თუკი ვიქნებით ძლიერები ინსტიტუციურად, ეკონომიკურად და როგორც ქვეყანა - ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი სულისკვეთებით, ამ შემთხვევაში გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner