"მე დღეს მივიღე მოლოცვები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და იმედი მაქვს, რომ ეს მოლოცვები ნამდვილად გულიდან მოდიოდა. დარწმუნებული ვარ, რომ გულიდან მოდიოდა, მაგრამ იმედი მაქვს, გადაითარგმნება მათ მიერ პასუხისმგებლობის გაზიარებაში," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების ნდობა. როდესაც ქვეყანაში მილიონი ადამიანი ხელისუფლებას ანდობს „ქართულ ოცნებას“, მგონი, ეს მილიონი ადამიანი იმსახურებს იმის პატივისცემას, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არ არის ჩაკეტილი მხოლოდ ერთი აზრით, რომ როგორმე მოიპოვოს აბსოლუტური ძალაუფლება, ეს ნდობა უნდა ჰქონდეს. ეს დემოკრატიის ამოსავალი წერტილია, რომ ნდობა უნდა იყოს.
მე დღეს მივიღე მოლოცვები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლისგან და იმედი მაქვს, რომ ეს მოლოცვები ნამდვილად მოდიოდა გულიდან. დარწმუნებული ვარ, რომ გულიდან მოდიოდა, მაგრამ იმედი მაქვს, გადაითარგმნება მათ მიერ პასუხისმგებლობის გაზიარებაში, შემდეგ ნაბიჯებში.
ხელისუფლებამ აჩვენა ერთი რამ, რომ ფაქტობრივად, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვიწევდა მარტო გადაწყვეტილების მიღება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის იმ ოპოზიციურ წევრებს, რომლებმაც იქ, სადაც საჭირო იყო, ოპოზიციის ხმები, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დროს მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, მათ რეალურად ამით მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.