"კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მიუხედავად მუქარისა თუ ზეწოლისა, არ შეშინდა და ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში ხელისუფლებას მხარი დაუჭირა," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი Live-ის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი სამიზნე არის მომავალი წლის ეს პერიოდი, დეკემბერი, როდესაც ევროპულ საბჭოს ექნება შესაძლებლობა იმსჯელოს შემდეგ ეტაპებთან, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ასე რომ ვფიქრობ ეს არის დროის ის მონაკვეთი, რომელზეც უნდა ავაწყოთ ეს მუშაობა და შედეგების დადება იმისთვის, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. რაც შეეხება შუალედურ მუშაობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკვე სხვადასხვა სამუშაოა გასაწევი, საკანონმდებლო და საპარლამენტო მხრივ. ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმპლემენტაციას იმ რეფორმებისა, რომელიც ჩვენ გავატარეთ და ამ მხრივ, მთავრობის მხარესაც იქნება დიდი დატვირთვა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ამ პროცესში 100-მდე კანონი მივიღეთ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას ემსახურებოდა. უმეტეს შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მარტო იყო ამ საკითხში და მარტო უწევდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, იქ იყო საკითხები, სადაც ოპოზიციაც მონაწილეობდა. კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც მიუხედავად მუქარისა თუ ზეწოლისა, არ შეშინდა და ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში ხელისუფლებას მხარი დაუჭირა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.