logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: ახლა გაიგეთ, რომ ნათელაშვილი მოღალატეა?
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:53


ყოფილი „ლეიბორისტი" სოსო შატბერაშვილი „მემარცხენე ალიანსის" სახელით დუშეთის,თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში გამარჯვებისთვის იბრძოლებს და შალვა ნათელაშვილს თავისი პარტიით დაუპირისპირდება.


როგორც შატბერაშვილმა „პრაიმტაიმთან" საუბრისას აღნიშნა, თუ რეგიონის მოსახლეობა  მას მხარს დაუჭერს და დეპუტატი გახდება, მხოლოდ მათი სამსახურში იქნება.


„დაბა ფასანაურში დავიბადე და გავიზარდე, სადაც ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდნენ ჩემი მშობლები. დუშეთის რაიონი, ყაზბეგი და თიანეთი ჩემთვის უცხო არ არის. მართალია, თბილისში დავამთავრე სკოლა, მაგრამ იქ ვიზრდებოდი და მაქვს მორალური უფლება, იქ ვიყარო კენჭი. თუ მოსახლეობა ხმას მომცემს და დეპუტატობას დამაკისრებს, საჯაროდ ვაცხადებ, რომ პირადი ცხოვრება აღარ მექნება და მხოლოდ მათ მოვემსახურები", -აღნიშნა შატბერაშვილმა.

 

როგორც სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, სოფელ ბაზალეთში, მაჟორიტობის კანდიდატად წარდგენისას მას პროვოკაცია მოუწყვეს, თუმცა შატბერაშვილის თქმით, ისინი პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

 

„ჩემს კონკურენტად ვთვლი თანამებრძოლების გამყიდველს, ნაციონალებთან კუდგადაბმულ, ნიკა გვარამიას მიერ სიყვარულახსნილ ნათელაშვილს. სოფელ ბაზალეთში ჩემი წარდგენა მალულად არ მომხდარა. ამის შესახებ პრესასაც ვაცნობეთ. იქ დაგვხვდა ჟიპიტაურით გახეთქილი ოთხი ავანტიურისტი. ოთხიდან სამი იყო გვარად ნათელაშვილი. მოგვიწყვეს პროვოკაცია. უნდოდათ ჩვენი გამოწვევა, რომ ფიზიკურად გავსწორებოდით, მაგრამ ჩაუვარდათ ეს პროვოკაცია... ისინი ყვიროდნენ - ახლა გაიგეთ, რომ ნათელაშვილი მოღალატეა? ახლა გაიგეთ, რომ ნაციონალებმა გაამდიდრესო?" - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner