logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ზოგიერთ აქტივისტს ევროკავშირი საბჭოთა კავშირი ჰგონია, სადაც ცალ ფეხზე უნდა დადგე და მოთხოვნა წერტილ-მძიმით შეასრულო - ევროკავშირი ასე არ ფიქრობს და ეს ბოლო რამდენიმე თვემ დაამტკიცა
- +

15 დეკემბერი. 2023. 00:57

"ოპოზიციას მოვუწოდებ ორ რამეს - ერთი, გააანალიზონ, რომ წარმატების საფუძველი იყო დაფიქრებული, თანმიმდევრული მიდგომა ხელისუფლების და მეორე, წარმატებების საფუძველი იყო სახელმწიფოებრივი მიდგომა ხელისუფლების. თუ ამაში ჩვენი ოპოზიცია შემოგვიერთდება მაშინ ჩვენ წარმატებულები ვიქნებით უფრო სწრაფად და ადვილად," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ხელისუფლების მიდგომა იყო მშვიდი და საკითხებზე თანმიმდევრული მუშაობა. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის მიდგომა საკითხების მიმართ იყო აჟიტირებული და მოუთმენელი. ხელისუფლება სახელმწიფოებრივად უდგებოდა საკითხებს. რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ევროკომისიასთან გვქონდა დისკუსიები, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია.

 

 

იყო რაღაც საკითხები, რაზეც შეიძლება არ დავეთანხმეთ, მათ გაიზიარეს ჩვენი აზრი. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ამიტომ გვიხარია ჩვენი დროშა და ჩვენი დამოუკიდებლობა. როდესაც საკითხების გადაწყვეტა მიდის აქ მნიშვნელოვანია თანაბარ სიმაღლეზე ვესაუბროთ ჩვენს კოლეგებს.

 

 

სამწუხაროდ, ზოგიერთი აქტივისტი ასე მსჯელობს, რომ ევროკავშირი ჰგონია საბჭოთა კავშირი, სადაც ცალ ფეხზე უნდა დადგე და რაც არის მოთხოვნა ის წერტილ-მძიმით უნდა შეასრულო. ევროკავშირი ასე არ ფიქრობს და ეს ბოლო რამდენიმე თვემ დაამტკიცა. ჩვენ გვქონდა დისკუსია, მსჯელობა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, შევთანხმდით და ამან შედეგი აჩვენა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner