logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: წელიწად-ნახევარზე მეტია ჩვენ მუხლმოუხრელად ვშრომობთ, რომ ეს ისტორიული დღე დამდგარიყო, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაზე ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს დაახლოებოდა
- +

15 დეკემბერი. 2023. 00:58

"მინდა მოგილოცოთ, თქვენც და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ზეიმობენ ქუჩებში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ეს არის ევროინტეგრაციისკენ გადადმული დიდი ნაბიჯი და ეს პროცესი გრძელდება, რათა საბოლოოდ, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

 

 

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილება ევროსაბჭოსი, რომელმაც საქართველოს მისცა გარანტი, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ეს არის ჩვენი მომავლისთვის გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელიც შეუქცევადი პროცესი გახდა. წელიწადნახევარზე მეტია ჩვენ მუხლმოუხრელად ვშრომობთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული დღე დამდგარიყო ჩვენს ქვეყანაში. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაზე ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს დაახლოებოდა, ეს პროცესი გრძელდება. ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ამბიციური რეფორმები დღის წესრიგი შევინარჩუნოთ, რადგან ეს არის ერთადერთ გზა იმისთვის რომ მივაღწიოთ საბოლო წევრობას და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მომავალში. ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა შევედით საბოლოო ფაზაში, როდესაც უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები წევრობაზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner