logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: ისტორიული მომენტია - ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, სიძლიერეს, ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მივეცით სტატუსი საქართველოს
- +

15 დეკემბერი. 2023. 01:03

"ისტორიული მომენტია. ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, ევროკავშირის სიძლიერეს. გადაწყვეტილებები მიღებულია. ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მივეცით სტატუსი საქართველოს," – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

 

 

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით გვსურს მოლაპარაკების დაწყება. ანგარიში გამოქვეყნდება მარტში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ეს არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ამაღამ უკრაინელი ხალხი ხვდება, რომ ჩვენ მათ მხარეს ვართ.

 

 

ბევრი ვიმუშავეთ სამიტის წინ. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წევრი ქვეყანა არ შეეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას. რთული დებატები მიმდინარეობს, ჩარჩოზე უნდა შევთანხმდეთ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო საათებში შევძლებთ, ვიყოთ ერთიანები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner