logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: მიუხედავად იმედგაცრუებისა, რომელიც შარშან გვქონდა, მაქსიმალური ძალისხმევით შევძელით ის, რომ საქართველომ მოიპოვა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი
- +

15 დეკემბერი. 2023. 01:06

"ეს გზა გავლილი აქვს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, რომელიც შეუერთდა ევროპულ ოჯახს. ეს ძალიან რთული და კომპლექსური გზაა იმისთვის, რომ საქართველო ინსტიტუციურად, სამართლებრივ სივრცეში დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ეს მოითხოვს უზარმაზარ რეფორმებს, ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს და საბოლოოდ მზად გახდეს იმისთვის, რომ მისი საბოლოო წევრობა გაფორმდეს. შესაბამისად, ეს ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია. ჩვენ ამის არ გვეშინია. მიუხედავად იმედგაცრუებისა, რომელიც შარშან გვქონდა, მაქსიმალური ძალისხმევით შევძელით ის, რომ საქართველომ მოიპოვა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას“, -აღნიშნა დარჩიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner