"ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც ივლისში ხორვატიას სტუმრობდა და მე განვუცხადე, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას," - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.
„საქართველომ შეასრულა ის კრიტერიუმები, რომლებიც საჭირო იყო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დღეს ძალიან მკაფიო და ფართო კონსენსუსი იყო ამ საკითხზე. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი და წამახალისებელი გზავნილია ქართველი ხალხისთვის, რომელთაც ვულოცავ ამ დადებით სიახლეს. ჩემი რჩევა იქნება, რომ საქართველო დაუღალავი შრომა გააგრძელოს ევროპულ გზაზე, რომ იმ პოზიციამდე მივიდეს, სადაც დღეს უკრაინა და მოლდოვა არიან“, - განაცხადა პლენკოვიჩმა.