"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რადგან ეს არის გზავნილი ევროპისგან, როგორც ღირებულებების, მშვიდობისა და სტაბილურობის საზოგადოებისგან," - ამის შესახებ ბრიუსელში ჟურნალისტებს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა. ლუკ ფრიდენმა განუცხადა.
„ეს არის გზავნილი, რომ თქვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია. თუმცა საჭიროა მომდევნო ნაბიჯების გადადგმა და ყველა საჭირო პირობების შესრულება. ეს დადებითი პირობებია, რომელიც მოიცავს კანონის უზენაესობის გაძლიერებას, ევროკავშირის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნდამენტური ჩარჩოების მიღებას. ეს იქნება საქართველოსთვის მომდევნო ნაბიჯი, რომ ერთ დღეს სრულუფლებიანი წევრი გახდეს“, - აღნიშნა ფრიდენმა.