logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სწორედ ღირსებითა და დამსახურებით მოვიპოვეთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე სამართლიანობა დადგა - მივიღეთ კანდიდატი სტატუსი, რომელსაც ვიმსახურებდით
- +

15 დეკემბერი. 2023. 01:12

"მინდა მთელ ქვეყანას მივულოცო უდიდესი ისტორიული დღე. ჩვენ სწორედ ღირსებითა და დამსახურებით მოვიპოვეთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე სამართლიანობა დადგა - მივიღეთ კანდიდატი სტატუსი, რომელსაც ვიმსახურებდით, "- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„იმ რთულ გამოწვევებს ჩვენ ასე ამაყად, ღირსეულად და ეროვნული ინტერესებით გავართვით თავი. პრემიერის დამსახურება ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო ამ პროცესში. პირადად მას, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძესა და მთელ ჩვენს გუნდ მინდა მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ამაყად და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იცავდნენ ჩვენს ქვეყანას და ეს სტატუსი მივიღეთ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner