logo_geo
eng_logo
ლეო ვარადკარი: საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს არის გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომ უნდა დარჩეს დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის გზაზე
- +

15 დეკემბერი. 2023. 01:13

"საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს არის გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომ უნდა დარჩეს დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის გზაზე," - ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა განაცხადა.

 

 

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, თან იმაზე სწრაფად, ვიდრე ამას ვინმე ელოდა. ევროკავშირი დაიწყებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ეს სერიოზული წინსვლაა ქვეყნებისთვის. მათთვის ეს არის გზავნილი ჩვენი მხრიდან, რომ ვფიქრობთ, მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ეს არის სტრატეგიული გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ მოსკოვისთვის, რამეთუ, როდესაც ევროკავშირი აცხადებს, რომ ბოლომდე უკრაინის გვერდით დგას, ის ამას მართლაც გულისხმობს. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ იცვლის აზრს და ეწინააღმდეგება ამ პოზიციას, თუმცა, საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაედო ვეტო და არ დაებლოკა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება უკრაინასთან. მე მას ამის გამო ვაფასებ, რადგან სხვაგვარად პროცესი გართულდებოდა. გაწევრიანებას დრო დასჭირდება. ქვეყნების უმრავლესობას მოლაპარაკების დაწყებიდან 10 წელზე მეტი სჭირდება სრულ წევრობამდე მისასვლელად, ამიტომ ვადებზე საუბარი ახლა რთულია, თუმცა, უკრაინა და მოლდოვა არიან გაწევრიანების გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ დღეს. საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს არის გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომ უნდა დარჩეს დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის გზაზე. წევრობა ერთ ღამეში და რამდენიმე წელიწადში არ მოხდება, თუმცა, თითოეული ეს სახელმწიფო მტკიცედ დგას გაწევრიანების გზაზე და ჩვენ მათ მივესალმებით“, - აღნიშნა ვარადკარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner