"ჩვენი ისტორია ამ დღეს არ დაივიწყებს და იმ პროცესს, რაც ახლდა ამ ყველაფერს. სამწუხაროდ, ჩვენ მოღალატეობრივი პროცესებით სავსე გზა ვნახეთ, "- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ბევრი აქტორი, მათ შორის რადიკალური ოპოზიციიდან, ებრძოდა იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.
„ამას ებრძოდნენ დეზინფორმაციით და სიძულვილით. ამ პერიოდში ძალიან ბევრი გამოწვევა ხელოვნურად გვქონდა შექმნილი. ის დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა, რა არ იკადრეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამას არასდროს დავივიწყებთ. პირდაპირ მიდიოდნენ [დასავლელ პარტნიორებთან] და ამბობდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად მოუტანა ეს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ამ გზაზე გვაქვს არის სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მიღწეული“, - განაცხადა იონათამიშვილმა.