"რთულ გამოწვევებს ჩვენ ამაყად, ღირსეულად და ეროვნული ინტერესებით გავართვით თავი - პრემიერის დამსახურება ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო ამ პროცესში," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მინდა მთელ ქვეყანას მივულოცო უდიდესი ისტორიული დღე. ჩვენ სწორედ ღირსებითა და დამსახურებით მოვიპოვეთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე სამართლიანობა დადგა - მივიღეთ კანდიდატი სტატუსი, რომელსაც ვიმსახურებდით“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.