logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვართ, რომლებზეც ოპოზიცია ყვირის - რუსები არიან. რა რუსი, რის რუსი?! გესაუბრებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე
- +

15 დეკემბერი. 2023. 01:19

"ჩვენ ვართ, რომლებზეც ოპოზიცია ყვირის - რუსები არიან. რა რუსი, რის რუსი?! გესაუბრებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ძალიან ბევრი შრომა დასჭირდათ, რათა ევროპელ ლიდერებში საქართველოზე აზრთა სხვადასხვაობა აღარ ყოფილიყო და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო.

 

 

ბუნებრივია, ძალიან ბევრი შრომა დასჭირდა ამას - სათითაოდ ყველა კარზე მიკაკუნება და ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან საუბარი. ჩვენ ვართ ეს ადამიანები, რომლებზეც ახლა ოპოზიცია ყვირის - რუსები არიან. რა რუსი, რის რუსი?! გესაუბრებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

 

 

ძლიერი ხარ, როდესაც ყველანაირი სიმართლე შენს მხარესაა, ფაქტებით ესაუბრები და ვერაფერს გიპირისპირებენ, თუმცა, ძალიან ბევრი ძალისხმევა დაიხარჯა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ეს დღე გასულ წელს ივნისში გვეზეიმა, რადგან ნამდვილად, ეს ქვეყანა ამას იმსახურებდა. თუმცა, ჩვენ პარტნიორებთან დაგვჭირდა გარკვეული ხნით მუშაობა, რათა ჩვენი მუშაობის შედეგები ეღიარებინათ. აქეთ დაესვათ კითხვები, ასეთები თუ ხართ, რატომ არ მოგეცით სტატუსი და საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბებლიყო ის განწყობა, რაც ჩვენ გუშინ და გუშინწინ გვაფიქრებინებდა, რომ დღევანდელი დღე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების გარეშე არ დასრულდებოდა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner