"თუ საქართველოს მხრიდან ყველაფერს განახორციელებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც და წევრ სახელმწიფოებსაც შესაბამისი პასუხი ექნებათ - ახლა ყველაფერი თქვენს ხელშია," - ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა განაცხადა.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიიღეთ, როგორც ძალიან სიმბოლურად, წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან. ახლა ყველაფერი თქვენს ხელშია. უნდა იმუშაოთ ყველა საჭირო რეფორმის განხორციელებაზე. თუ თქვენი მხრიდან ყველაფერს განახორციელებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც და წევრ სახელმწიფოებსაც შესაბამისი პასუხი ექნებათ. არ არსებობს „დედლაინები“, ზოგჯერ ეს პროცესი სწრაფად ხდება, ზოგჯერ ძალიან დიდხანს გრძელდება“, - აღნიშნა გოლობმა.