"ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვასა და საქართველოს მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომელიც მათ წინაშე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად, "- ნათქვამია ევროპული საბჭოს დასკვნებში.
"ევროპული საბჭო ასევე იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ გადადგმული იქნება შესაბამისი ნაბიჯები ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისად", - აღნიშნულია დოკუმენტში.
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია, მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით", - აღნიშნა შარლ მიშელმა.