ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას - საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი ეხმაურება.
„საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას - ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!
უნდა ითქვას პირდაპირ:
ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება!
გვჯერა, შორს არ არის ის დღეც, როდესაც საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირიც გახდება ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სრულუფლებიანი პარტნიორი, ბრიუსელში, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაშიც აფრიალდება ქართული დროშა და მალე ქართული ჟურნალისტური გილდიაც გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!
გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს!“ - აღნიშნულია განცხადებაში.