„ეს არის უზარმაზარი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის“, -ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს ეს მიღწევა მიულოცა.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის დაფასება მთელი საქართველოს ისტორიისა, როდესაც მთელმა ევროპამ აღიარა - დიახ, რა თქმა უნდა, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ის არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და მას, რა თქმა უნდა, . ეს არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის დღე და მთელს საქართველოს ვულოცავ მთელი გულითა და სულით და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა სარჯველაძემ.