„თქვენი სხეულის თუ ცხოვრების წესის მიმართ არანაირი ინტერესი არ გაგვაჩნია - საკუთარ თავს ვცემთ პატივს," - ასე მიმართავს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციას, რომელმაც ხელისუფლების მისამართით მუქარის მესიჯები გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
„ქართველი იღვიძებს ხოლმე 10-15 წელიწადში ერთხელ. რატომღაც მგონია, 2024-ში გაიღვიძებს და ჩასჩრის ღარიბაშვილს პირში ბურთს"... ასე ემუქრებიან ქვეყნის ლიდერს ეს მეხუთე კოლონის ქვეწარმავლები ევროსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების გამო.
ასე ულოცავენ მთავრობის მეთაურს ქვეყნისთვის მინიჭებულ ევროსტატუსს. ერთი დღით ადრე მათი მეორე არსება კი, ენების დაჭრით გვემუქრებოდა. ჩვენ უფრო ჰუმანურები ვიქნებით. ნაწილ-ნაწილ არა - „კომპლექტში" მოგსპობთ, მთლიანობაში. ოღონდ, რა თქმა უნდა პოლიტიკურად. თქვენი სხეულის თუ ცხოვრების წესის მიმართ არანაირი ინტერესი არ გაგვაჩნია - საკუთარ თავს ვცემთ პატივს," - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.