ავტორი ალა გრიგალაშვილი
„ზაზა ბურჭულაძეს არ ჰქონდა უფლება პატრიარქზე ასე ესაუბრა", - ამის შესახებ „რეპორტიორს" ქუჩის გამოკითხვისას დიასახლისმა ლუიზა აბრალავამ განუცხადა.
მისი თქმით, ილია მეორის მტაცებლად მოხსენიება მიუღებელია.
„ილია მეორე ერთადერთი ადამიანია, რომლისაც სჯერა, რომლის რწმენაც აქვს ხალხს და რომლის გზაზეც ჩვენ უნდა ვიაროთ. ზაზა ბურჭულაძის განცხადება არის მიუღებელი... ადამიანი თუ იკადრებს, ყველაფერს იტყვის, არ უნდა ეკადრებინა ასეთი რამ. ჯერ უბრალო ადამიანზე არ შეიძლება ამგვარად საუბარი და მითუმეტეს პატრიარქზე", - აცხადებს აბრალავა.
რაც შეეხება მწერალ ზაზა ბურჭულაძის განცხადებას: „ქართველების გამკვირვებია, რომ ქალაქში სტიქიის დროს ზოოპარკიდან გამოსული მძიმე ცხოველები დავაძინეთ და დავხოცეთ, მაშინ როცა მთავარი მტაცებელი არის თავისუფალი. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში, როგორც დიდი მტაცებელი. ამაზე დიდი მტაცებელი მე არ ვიცი", - განაცხადა ბურჭულაძემ.