logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: კუბლაშვილი გირგვლიანის და მრავალ საქმეში „ვაჟკაცობდა“
- +

12 სექტემბერი. 2016. 15:11



ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „გირჩი", ვაშაძის და პაატა ბურჭულაძის პარტიები არიან „ნაციონალური მოძრაობის" ნაღები. პოლიტიკური პარტიებთან დაკავშირებით ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა.


„კუბლაშვილმა როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, მივესალმე და მხარს დავუჭერ-მეთქი, ვთქვი. ამის შემდეგ ვაშაძესთან რომ გაერთიანდა, იქ ბურჭულაძეც შევიდა, მივხვდი, რომ ტრიუკი იყო. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ საქებარი არაფერი არ არის. ეს არის ნაღები „ნაციონალური მოძრაობის". კუბლაშვილი მთავარი იურისტი იყო, გირგვლიანის და მრავალ საქმეში „ვაჟკაცობდა".

მე არ ვიცი, რა უნდა ბერძენიშვილს. ნათელმხილველობა რომ დაიწყო, რა უნდა, რომ აჩვენოს, რომ ისინი არ არიან „ნაციონალური მოძრაობიდან"? საზოგადოების დაბნევა უნდა? ვის ემსახურება, რას ემსახურება",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner