logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: კულტურის პროგრამებისა და პროექტების მიმართულებით, მიმდინარე პერიოდისათვის 260-მდე პროექტი დაფინანსდა
- +

15 დეკემბერი. 2023. 12:20

 

 

“კულტურის პროგრამებისა და პროექტების მიმართულებით, „კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე პერიოდისათვის დაფინანსდა 260-მდე პროექტი, მათ შორის: 20 მაღალი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშნვნელობის, 40-ზე მეტი სპექტაკლი, 50-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ფესტივალი, 130-მდე საიუბილეო და შემოქმედებითი, 20 ეთნიკური უმცირესობების მიმართულების, გაცვლით, საკონკურსო და სხვა ტიპის პროექტი”, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, მოხდა „სტრიტ არტის“ მიმართულების პროექტებისათვის განაცხადების დამოუკიდებლად მიღება, შესაბამისი კრიტერიუმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ მიმართულებით დაფინანსდა 2 ფესტივალი და 4 შედარებით მცირე ზომის პროექტი.

 

კონკურსი „შემოქმედებითი თბილისი“ მიმდინარე წელს, ტრადიციულად, ორ ეტაპად განხორციელდა. კონკურსის ფარგლებში, არსებულ ოთხ მიმართულებას წელს გამოეყო მედიაარტი და ამ მიმართულებით დაფინანსდა 17 პროექტი. კონკურსის დანარჩენ სამ მიმართულებაში - საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება - წლის განმავლობაში დაფინანსდა 41 პროექტი. „ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების“ მიმართულებით დაფინანსდა 15 პროექტი, როგორც სახელოვნებო, ასევე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო კომპონენტებით. ამასთან, დაფინანსდა უსინათლოთა პერიოდული ჟურნალი „სინათლის“ გამოცემა“, -აღნიშნა მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner