logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 2023 წელს რეაბილიტაცია 4 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა
- +

15 დეკემბერი. 2023. 12:35

 

 

“2023 წელს რეაბილიტაცია 4 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

„2023 წელს თბილისის მერიის მიერ 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. ჯამში, დაირგო 114 730 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 207 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ამავე ფართობზე დაითესა და დაირგო ბალახის საფარი. დედაქალაქის მასშტაბით, დაირგო 390 000 სეზონური ყვავილი. თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში, 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე, განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის 16 776 ნერგი და მომავალი 4 წელი განხორციელდება მათი მოვლა-პატრონობა“,- აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner