logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: წლის განმავლობაში დაფინანსდა 34 სპორტული ორგანიზაცია და ფედერაცია სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შესაძენად
- +

15 დეკემბერი. 2023. 12:37

 

 

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერმა დეტალურად ისაუბრა სპორტის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.

 

სპორტის მიმართულებით 2023 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა 240 სპორტული ღონისძიება, განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობა მიიღო 78 000-მდე ბენეფიციარმა. წლის განმავლობაში დაფინანსდა 34 სპორტული ორგანიზაცია და ფედერაცია სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შესაძენად, ინვენტარით და ეკიპირებით სარგებლობს 6 524 ბენეფიციარი.

 

2023 წელს სამსახურის მიერ განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ სპორტულ ცენტრებში სპორტული მედიცინის დანერგვის საპილოტე პროგრამა, რაც გულისხმობს სპორტში ჩართული ბენეფიციარების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმება/სკრინინგს და ეს ყველაფერი არის უფასო ახალგაზრდებისთვის.

 

2022 წელს დაიწყო და წარმატებით გრძელდება პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“. პროგრამის ფარგლებში, 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 1 000-ზე მეტი მოქალაქე უსასყიდლოდ სარგებლობს საცურაო აუზებითა და ფიტნეს დარბაზებით. პროგრამაში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზები.

 

დასრულების ეტაპზეა მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში, ასევე მიმდინარეობს დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, გარდა ამისა:

 

2023 წელს დასრულდა თბილისში, ვარკეთილის დასახლება მე-2 მიკრორაიონი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N41-ის მიმდებარედ და ლიბანის ქუჩა N11-ის მიმდებარედ სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები; სკეიტ მოედნები დიდი პოპულარობით სარგებლობს ბოლო წლების განმავლობაში. მთლიანად სავსეა ახალგაზრდებით.

 

მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მკ/რ-ში ღია ტიპის სკეიტ-მოედნების სამშენებლო სამუშაოები, ასევე, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის და ვაზისუბნის დასახლებაში ფეხბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოები; ასევე, დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის ქუჩა N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები; სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხუთ სპორტულ ცენტრს და ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა სამი სპორტული ცენტრი. მიმდინარეობს სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2024 წელს, ასევე, გუმათჰესის ქ. N1 (ს/კ01.19.23.013.071) მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

 

2023 წელს წელს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია სპორტულ დაწესებულებებში მომუშავე სპორტის სხვადასხვა სახეობის 350 მწვრთნელს, რომლებიც სპორტის 49 სახეობაში ავარჯიშებენ მოზარდებს.

 

სპორტის 32 სახეობაში ყოველთვიურად ფინანსდება 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა ჩემპიონატში გამარჯვებული 250 წარმატებული სპორტსმენი“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner