logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი
- +

15 დეკემბერი. 2023. 12:41

 

 

2023 წელს განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით გაგრძელდა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება ახალგაზრდებისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

მისი თქმით, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 4 000-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 617 მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა.

 

„გრძელდება პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება „ისწავლე, დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2023 წელს 60-ზე მეტ პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2500-მდე მოქალაქე. ჩვენ გვაქვს სრული მონაცემები იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით სჭირდება ბიზნესსექტორს გამოცდილი და კვალიფიცირებული კადრები და ზუსტად ამ მიმართულებით ვცდილობთ გადავამზადოთ კადრები.

 

ახალგაზრდების ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დასვენების, რეკრეაციისა და გართობის მიზნით, ხორციელდება საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამები და ფესტივალები. საზაფხულო პროგრამების ფარგლებში, 6 000-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო მათთვის საინტერესო აქტივობებში (ლაშქრობები და საველე ბანაკები, საჯომარდო ტურები, ველო ტურები, კარტინგები, საცურაო აუზები), ხოლო მასშტაბური თემატური ფესტივალების განხორციელებაში (ციფრული ფესტივალები, თბილისის სტუდენტური ფესტივალი, ქუჩის ხელოვნების ფესტივალები, ღია ცის ქვეშ ახალგაზრდული ფესტივალები სხვადასხვა უბანში), რომელშიც 30 000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა სხვადასხვა ფორმით.

 

მუნიციპალური სერვისების ხარისხის, სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის განვითარება. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომლის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც იქნება რეაბილიტირებული. რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დასრულება იგეგმება 2024 წელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner