„გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც დაგვამახსოვრდება როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა.
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნდე იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება - ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპული ქრისტიანი ერი, საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთი ბასტიონი, ერთ-ერთი ყველზე პირველი სრულად ელექტორალური ევროპული დემოკრატია.
„ერი, რომელმაც გასული სამი ათასწლეულის განმავლობაში საოცარი გადასვლა მოახერხა საბჭოთა ოკუპაციიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სრულად დამსახურებულ სტატუსამდე. ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობითა და წინააღმდეგობებით, ამ ისტორიულ მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევროპის ჰიმნი გაჟღერდა.