logo_geo
eng_logo
საარჩევნო რეგისტრაციიდან „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც“ მოიხსნა
- +

12 სექტემბერი. 2016. 15:12



ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულების შესაბამისად, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.



„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 115-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.



საარჩევნო სუბიექტმა „ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ)" კანონით დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პარტიული სია, რაც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი" 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტის „ეროვნულ დემოკრატიული პარტია" საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner