logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ფაქტობრივად ვიყავით ევროპული სახელმწიფო, თუმცა ახლა დე-იურეც გავხდით ევროპული ოჯახის წევრი
- +

15 დეკემბერი. 2023. 13:07

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი, მედიასთან ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, ევროპამ დაამტკიცა, რომ ის არის იმ მხარეს, ვინც იცავს ევროპულ ღირებულებებს, ანუ იცავს სიმართლეს, ორ ფეხზე მყარად დგომას, მშვიდობას, სუვერენიტეტს და საკუთარ ხალხზე ზრუნვა,

 

„ჩვენ ფაქტობრივად ვიყავით ევროპული სახელმწიფო, თუმცა ახლა დე-იურეც გავხდით ევროპული ოჯახის წევრი. ბუნებრივია, ყველას ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. ევროპამ დაიკავა ის მხარე, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულება. მან დაამტკიცა, რომ ის არის იმ მხარეს, ვინც იცავს ევროპულ ღირებულებებს, ანუ იცავს სიმართლეს, ორ ფეხზე მყარად დგომას, მშვიდობას, სუვერენიტეტს და საკუთარ ხალხზე ზრუნვას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისტორიულად საქართველო არის სწორედ ამ ჩამოთვლილი ღირებულებების მომხრე““, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner