logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება
- +

12 სექტემბერი. 2016. 15:13



პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა. პროგრამაში საუბარია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გასატარებელ რეფორმებზე, რომელსაც „ქართული ოცნება" არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.


„ჩვენი ამოცანაა, სრულად და ეფექტიანად იქნას გამოყენებული ქვეყნის ევროინტეგრაციით განპირობებული შესაძლებლობები. ევროინტეგრაციის პროცესით გათვალისწინებული რეფორმები მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტების დამკვიდრების და წარმატებული ტრანსფორმაციის მისაღწევად. ამ მიზნით:

 

- გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს, ეფექტიანი განხორციელება;

 

- გაგრძელდება თანამშრომლობა მიგრაციის საკითხებზე და უვიზო მიმოსვლის ამოქმედების საფუძველზე, შეიქმნება მეტი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის;

 

- გაგრძელდება ინსტიტუციური და სექტორალური ინტეგრაცია ევროკავშირთან;

 

- გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში;

 

- საქართველო გაწევრიანდება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში;

 

- გააქტიურდება თანამშრომლობა ევროკავშირის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული პროგრამების, მათ შორის „შემოქმედებითი ევროპის" და „ჰორიზონტი 2020-ის" ფარგლებში, რათა მაქსიმალური სარგებელი გახდეს ხელმისაწვდომი საქართველოს მოქალაქეებისთვის;

 

- გაღრმავდება თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივ ფორმატში ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით;

 

- გაგრძელდება სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა, რაც ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელების, ქვეყანაში ევროინტეგრაციის საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შემდგომი კონსოლიდაციის, ასევე არსებული ცოდნისა და გამოცდილების მობილიზების შესაძლებლობას იძლევა", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაშიი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner