„დიახ, საქართველომ არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით გაიმარჯვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
"მე მინდა განსაკუთრებით მივულოცო ქალბატონ სალომე სამადაშვილს, სალო გილოცავ, ჩვენ ეს შევძელით, მიუხედავად შენი მცდელობებისა, არ გამოგივიდა. სალო გილოცავ ჩემო კარგო და ყველა დანარჩენ შენნაირ ხელმოცარულებს. ჭიჭე [გიორგი ვაშაძე] შენც მოდი, შენც იზეიმე, იმიტომ, რომ შენთვისაც არის, შენი შვილებისთვისაც არის ეს გამარჯვება. მერე რა რომ პოლიტიკაში ხელმოცარულები ხართ და "ლუზერების" პლატფორმის წევრი ხარ. ეს გამარჯვება ეკუთვნის ყველას" - აღნიშნა ზარქუამ.