„საქართველოს ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი ითქმით, ქართველ სამხედროებს საერთაშორისო, მათ შორის ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროპული ღირებულებების, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით, თავდაცვის ძალების თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ვულოცავ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს არის, მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და ქვეყნის წინსვლა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ქართველ სამხედროებს საერთაშორისო, მათ შორის ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროპული ღირებულებების, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.
ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო ძლიერი, გამთლიანებული და ევროპული ქვეყნის აშენებას“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.