logo_geo
eng_logo
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
- +

15 დეკემბერი. 2023. 16:59

 

 

პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  საშემოდგომო სესია დატვირთული და საინტერესო იყო.

 

„რაც მთავარია,  შედეგიანი საშემოდგომო სესია გვქონდა - საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამაში უდიდესი წვლილი აქვს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ყველა კოლეგას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა იმ ცვლილებებს, რომელმაც განაპირობა ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება, მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

 

პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში, თებერვლის პირველ სამშაბათს  განაახლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner