ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. საერთო სახალხო ზეიმი თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში იწყება.
ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად ქვეყნის მთავარ მოედანზე მოქალაქეები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიწვია. დღეს სცენაზე არაერთ ცნობილ შემსრულებელს იხილავს საზოგადოება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს იქნება დაუვიწყარი შოუ.