logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილზე: სწორედ მისი თაოსნობით შევძელით, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდა ევროპულ გზას და მისი თაოსნობით საქართველოს დღეს აქვს დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა, სტატუსი, ეკონომიკა და მშვიდობა
- +

15 დეკემბერი. 2023. 18:06

 

 

„ბევრი წინააღმდეგობა გადავლახეთ, ფულსაც კი იხდიდნენ იმაში, რომ წარმოეჩინათ, თითქოს საქართველო დაშორდა ევროპულ ოჯახს. ბოლოს ვნახეთ, რომ პირიქით, საქართველო დაუახლოვდა ევროპას კიდევ ერთი ნაბიჯით და გადავიდა გაწევრიანების საბოლოო ეტაპზე“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„კანდიდატის სტატუსი დავიმსახურეთ იმით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოში დაბრუნდა ევროპული პერსპექტივა, დაბრუნდა ის ევროპული ღირებულებები, რასაც ადამიანის უფლებების დაცვა ჰქვია, რასაც მრავალფეროვანი მედია გულისხმობს, დაბრუნდა მართლმსაჯულება, სადაც სახელმწიფო ყოველთვის აღარ არის მართალი მოქალაქესთან დავებში და მოქალაქეს შეუძლია თავის სიმართლე დაამტკიცოს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რომ არ ყოფილიყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძლიერი პოლიტიკური ლიდერობა, სწორედ მისი თაოსნობით შევძელით, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდა ევროპულ გზას და მისი თაოსნობით შევძელით, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა, სტატუსი, ეკონომიკა და მშვიდობა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner