logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ასევე, თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი - ომი და უბედურება
- +

15 დეკემბერი. 2023. 18:08

 

 

„ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი - ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ქვეყანა, გავაძლიერეთ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც მისივე ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.

 

„მე მინდა გითხრათ, რომ ეს გზა არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი - ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ქვეყანა, გავაძლიერეთ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. 14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება, ევროკავშირის წევრი ქვეყნებს ელჩებს - ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს და მივიღე მათი მილოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ერთიან მმართველ გუნდს, ყველა საჯარო მოხელეს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვების მოპოვებაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner